სემინარები

სამეცნიერო სემინარი თემაზე: „ციტრუსოვანთა გენეტიკური რესურსები საქართველოში”, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ნელი ხალვაში, 25 მაისი, 12:00 საათი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო რეგიონების ნიადაგურ-კლიმატურმა პირობებმა, განუმეორებელმა ჰავამ და ლანდშაფტების უნიკალურობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანაში უცხოური ეგზოტების, მათ შორის ციტრუსოვანთა ინტროდუქციას. ციტრუსებისადმი მოსახლეობის დაინტერესებამ საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში ციტრუსოვანთა სადედე-საკოლექციო ბაღების, აღნიშნული პროფილის ექსპერიმენტული მეურნეობებისა და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების მძლავრი ინდუსტრიის შექმნას. ქართველი მეცნიერების მიერ გამოყვანილი მრავალი ჯიში შეტანილია ციტრუსოვანთა მსოფლიო კატალოგში.

სამწუხაროდ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში ციტრუსოვანთა ბიოლოგიური მრავალფეროვნება და გენეტიკური რესურსები საქართველოში კატასტროფულად შემცირდა. მოიშალა შესაბამისი პროფილის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ინფრასტრუქტურა, საკვლევი ბაზები, განადგურდა მრავალწლიანი საველე ცდები, საცდელ-საკოლექციო ნაკვეთები და ჯიშთა გამოცდის სახელმწიფო სადგურები, გარკვეული პერიოდით შეწყდა ახალი ჯიშების ინტროდუქცია. გაქრობის რეალური საფრთხე დაემუქრა ათეული წლების განმავლობაში ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილ და უცხოეთიდან ინტროდუცირებულ, ადგილობრივ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან ადაპტირებულ მრავალ ჯიშსა და ჰიბრიდს.

სემინარზე წარმოდგენილი იქნება მონაცემები ციტრუსების მნიშვნელობაზე, საქართველოში გავრცელების ისტორიასა და გენეტიკური რესურსებზე წარსულში (გასული საუკუნის 90-იან წლებამდე) და დღევანდელ მდგომარეობაზე.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა