სემინარები

სამშაბათს, ათ მარტს, 12 საათზე სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტში, აუდიტორია #500 ჩატარდება ასისტენტ პროფესორის გურანდა შამილიშვილის სემინარი თემაზე: "სამუშაო სტრესი და მისი მართვის სტრატეგიები მეზღვაურის პროფესიულ ფსიქოლოგიაში"

სამუშაო სტრესი და მისი მართვის სტრატეგიები მეზღვაურის პროფესიულ ფსიქოლოგიაში

ცნება “სტრესი’’, პირველად კანადელმა ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ განიხილა. მისი აზრით, სტრესი არის სხეულის არასპეციფიკური პასუხი გარემოს  იმ პროცესებთან, რომელიც ადაპტაციას მოითხოვს. სელიე ორგანიზმის ცხოველქმედებასა და   გარე სამყაროში მიმდინარე ცვლილებებთან მორგებას მიიჩნევდა ფსიქიკის ერთ-ერთი უმთავრეს ფუნქციად,  .

სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესი — „გლობალური მოვლენაა“  გაეროს ცნობით, „სტრესი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად იქცა 21 - ე საუკუნეში“. სამუშაო ადგილზე მისი არსებობა  რეალურია. სტრესი ადამიანზე ახდენს ფიზიკურ და  ფსიქოლოგიურ ზეგავლენას,   იწვევს მენტალური ხასიათის   ემოციურ პრობლემებს. სამუშაო სტრესი ვითარდება მაშინ, როდესაც შეუსაბამო  დამოკიდებულებაა  ადამიანის უნარსა და სამუშაო გარემოს შორის. სტრესი შეიძლება გამოწვეული იყოს დატვირთვით, იზოლაციით, გადამეტებული სამუშაო დროით, ტოქსიკური სამუშაო გარემოთი, შეზუდული თავისუფლებით, მენეჯერსა და თანამშრომლებს შორის დაძაბული ურთიერთობით,

სტრესი გავლენას ახდენს  მძიმე    და დაძაბული სამუშაობის შესრულებისას, განსაკუთრებით კი იმ  პროფესიების მქონე ადამიანებზე,  რომლებიც  მაღალი რისკისა და საფრთხის შემცველ სამუშაოებს ასრულებენ.  სტრესი ხშირად ვლინდება საზღვაო სფეროში დასაქმებულ პერსონალთანაც, რომელთაც  ფსიქოლოგიურად დაძაბულ პირობებში  უწევთ  სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელება. მეზღვაურთა შრომის პირობების ფსიქოლოგიური ფაქტორები დომინირებულია ჩაკეტილ სივრცესა და  სენსორული  დეპრივაციის პირობებში, რომელსაც თან დაერთვის    სადღეღამისო ცვლაზე მორიგეობის  მკაცრი  რეგლამენტი და   მაღალმორალური პასუხისმგებლობა.   ერთტიპიური ლანდშტაფი,  კულტურული მოთხოვნილებებისა  და ურთიერთობების დაკმაყოფილების  შეზღუდული შესაძლებლობა,  ხანგრძლივი  ემოციური დაძაბულობა,    ჩვეულებრივ სოციალურ პირობებში ცხოვრების მოთხოვნილება, შრომის პირობების ექსტრემალური ფაქტორები, ფსიქოსოციალური  გავლენების აქტიურობა - კიდევ უფრო მძიმესა და ტრავმირებულს ხდის შორეული ნაოსნობის პერიოდს.

აღნიშნული ფაქტორები განსაკუთრებულ  მნიშვნელობას იძენენ ექსტრავერტებისათვის, რომლებიც რთულად ეგუებიან ხანგრძლივ ფსიქოსენსორულ  იზოლაციას, რადგან  მათ   ძლიერ ემოციურ კონტაქტზე აქვთ მიდრეკილება და  მუდმივი ურთიერთობა და კომუნიკაცია მათი არსებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.   ხანგრძლივად მიმდინარე,   ფსიქოლოგიურად მატრავმირებელმა სიტუაციებმა, ინტროვერტებსა და ექსტრავერტებში   შეიძლება გამოიწვიოს ემოციური კეთილდღეობის მნიშვნელოვანი  ცვლილება.

            ჩვენს მიერ ჩატარებული იქნა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებში,    გემზე პრაქტიკული  სამუშაოების შესრულების პერიოდში (სადღეღამისო ცვლაზე ყოფნისას), სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესის პირობებში, რამდენად იყო შფოთიანობის დონე მომატებული,.  კვლევა ჩატარდა ნეირო- ფსიქოლოგიური დაძაბულობის, სამუშაო  სტრესის შეფასების  (ტ.ა. ნემჩინის მიხედვით) ინსტრუქციებისა და  ტეილორის კითხვარის მიხედვით.

რესპოდენტის მიერ არჩეული სიტყვების ანალიზი     საშუალებას გვაძლევს გარკვეულ წილად  ვიმსჯელოთ მისი  ფსიქიკური და ემოციური მდგომარების თავისებურებებზე. შორეული ნაოსნობის პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს მეზღვაურის მიერ  საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობის თვითშეფასებას. ადამიანი ყოველთვის,  ნებისმიერ პირობებში ყოფნისას,  აკვირდება საკუთარ თავს, ცდილობს შეაფასოს შეგრძნებასა  და აღქმაში, საკუთარ დამოკიდებულებებსა და ურთიერთდამოკიდებულებებში მიმდინარე პროცესები. ბევრ ადამიანში ეს ხდება მისდა უნებურად და ამიტომაც ამგვარი ქმედება ყოველთვის გააზრებული არ არის.  ასეთ შემთხვევაში, ცვლილებებს   მის ემოციურ მდგომარეობაში  შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ასპექტი.

ჩატარებული კვლევის  შედეგების მიხედვით, საზღვაო აკადემიის სტუდენტებში გამოიკვეთა სუსტი  და ზომიერი  ფსიქოლოგიური  დაძაბულობის დიაპაზონი.

                სამუშაო სტრესისაგან დაძლევის გზები საზღვაო სფეროს ფსიქოლოგიაში მრავალმხრივია. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია შორეული ნაოსნობის პერიოდში ეკიპაჟის წევრების ფიზიკური აქტივობით დაკავება, რეგულარული, ყოველდღიური ვარჯიშისა და წვრთნების შესრულება. ასევე, აქტუალურია,  პირადი შემადგენლობის ფსიქიკური მდგომარეობების ფსიქოჰიგიენისა და ფსიქოპროფილაქტიკასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების პროცესში, ფსქოლოგიური კლიმატის გაუმჯობესების მიზნით,  გემის  მეთაურების უშუალო ქმედებები.  დიდი მნიშვნელობა ენიჭება   გემზე არსებული წესრიგის გამყარებასა  და დისციპლინის დაცვას, ეკიპაჟის წევრთა  შორის  სამსახურეობრივი ურთიერთდამოკიდებულებების დანერგვას, ეფექტური კომუნიკაციისა და ფსიქოლოგიური თავსებადობის განვითარებას,  სამუშაო პირობებისა და დასვენების გაუმჯობესებას, დადებითი, ინდივიდუალური და კოლექტიური გრძნობებისა და განწყობის ჩამოყალიბებას.    ფსიქოლოგიური ღონისძიებების განხორციელება მიმართული უნდა იყოს მწვავე ფსიქოგენური ფაქტორების  მოხსნაზე, ეკიპაჟში წარმოქმნილი რთული სიტუაციების გადასაჭრელად გამოყენებული უნდა იყოს  ქმედითი, რაციონალური საშუალებები,  უნდა მოხდეს ზოგიერთი მეზღვაურის მხრიდან გამოვლენილი აფექტური რეაქციების შედეგებისა და უეცარი ისტერიული ქცევების შეფასება. ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის ყველაზე ეფექტური საშუალებებია საუბარი, განმარტება, პერსონალური დავალება, გემის შემადგენლობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართვა.  ჯგუფური ფსიქოთერაპია ძირითადად იმართება კოლექტიური გასაუბრებების ფორმით. მისი კერძო ამოცანები შეიძლება შესრულდეს ორგანიზებული დასვენების მიზანმიმართული ჩატარებით.   ამგვარი ქმედითი ღონისძიებების გატარება ხელს  შეუწყობს შორეული ნაოსნობის პერიოდში მეზღვაურთა შორის სამუშაო სტრესის შესუსტებასა  და ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის ჩამოყალიბებას.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა