სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: „დემოკრატიზაციისა და კულტურათაშორისი დიალოგის საკითხები XXI საუკუნის თურქეთში“. პროფესორი ემზარ მაკარაძე. 25 მაისი, 2021 წელი. 12 საათი, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი, ოთახი №46.

დემოკრატიზაციისა და კულტურათაშორისი  დიალოგის გარეშე არ არსებობს მშვიდობა და ამ ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტს მივყავართ იმ უმთავრეს შედეგამდე, რასაც ერებს შორის ცივილიზაციათა კავშირი ჰქვია. ამ მხრივ საინტერესოა დემოკრატიზაციისა და კულტურათაშორისი  დიალოგის   საკითხები XXI საუკუნის   თურქეთში.

ნებისმიერი სახელმწიფო,  დემოკრატიული განვითარების მაღალ საფეხურზე რომ ავიდეს, სჭირდება ძლიერი საზოგადოება და  პოლიტიკური ნება.

ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა (1881-1938), ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების გეზი დასავლეთისაკენ მიმართა და ევროპეიზაციის გზა უცვლელ საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრინციპად  გამოაცხადა.

XXI საუკუნის პირველ ათწლეულში, თურქეთში მიმდინარე მოვლენებმა, გვაჩვენა, რომ ქვეყანა ყალიბდება, როგორც ძლიერ სახელმწიფოდ. ისმება კითხვა, რამდენად გააგრძელებს რესპუბლიკური თურქეთი დემოკრატიული და  ევროპული ფასეულობებით სვლას და შეინარჩუნებს მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელმწიფო მმართველობას.

თურქეთისა და მისი ლიდერისათვის, ისლამი ინსტრუმენტია, რომლითაც  მას პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაცია და თურქეთის ტრადიციულ, კონსერვატიულ საზოგადოებად გარდაქმნა სურს, სადაც ნაკლებია სოციალური, ეთნიკური და სხვა სამოქალაქო უფლებებთან დაკავშირებული პროტესტის გენერირების შესაძლებლობა.

 უახლოესი ათწლეულები კი, პასუხს გასცემს კითხვას, შეიძლება თუ არა მუსლიმური კულტურის მატარებელი ქვეყნის ადაპტაცია დემოკრატიულ,  დასავლურ ცივილიზა¬ციასთან და როგორი იქნება მისი შედეგები.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა