სემინარები

სემინარის თემა - ონლაინ გაყიდვები: თავისებურებები და პრობლემები გიგზავნით ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის დეპარტამენტის პროფესორის გელა მამულაძე. ჩატარების თარიღი: 31. 05. 2021 10:00 სთ.

თანამედროვე ეკონომიკის პირობებში, თანამედროვე კომპანიების უმეტესობა ცდილობს თავისი გასაღების სტრატეგია მოარგოს ბაზრის მოთხოვნას, მარკეტინგი კი თავის მხრივ ხელს უნდა უწყობდეს გასაღების სტრატეგიის რეალიზაციას - მოთხოვნის ფორმირებასა და სტიმულირებას. კონკურენტულ ბრძოლაში იმარჯვებს არამარტო ის, ვინც ძლიერია მთლიანობაში, არამედ ის, ვინც თავისი ნიშა იპოვა და ამითი მოიპოვა უპირატესობა. ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი შეუწყო მარკეტინგის ერთ-ერთი მიმართულების - ინტერნეტ-მარკეტინგის განვითარებას, რომელიც გულისხმობს ინტერნეტის გამოყენებით მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებას, კერძოდ  ბაზრის გამოკვლევა და მისი შესწავლა; სასაქონლო ასორტიმენტის ფორმირება; ფასების პოლიტიკის შემუშავება; საქონლის გასაღება, მოთხოვნის ფორმირება და გასა¬ღების სტიმულირება. ინტერნეტ მარკეტინგის ერთ-ერთი მიმართულებაა ონლაინ - გაყიდვები, რომელმაც ბოლო პერიოდში საკმაოდ მოიკიდა ფეხი და გავრცელების ფართო მასშტაბებს მიაღწია. რაც პირველ რიგში განპირობებულია ახალი მარკეტინგული ტექნოლოგიების დანერგვით.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ონლაინ გაყიდვების ზრდის ტემპები უკვე შეიმჩნევა, არსებობს რიგი საკითხები, რომლის გადაჭრაც ხელს შეუწყობს დარგის შემდგომ განვითარებას. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სემინარის მომზადების მიზანს წარმოადგენს ონლაინ გაყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და დარგის შემდგომი განვითარებისათვის შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა.

ზუმის ლინკი: https://us02web.zoom.us/j/5050869279

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა