სემინარები

2023 წლის 14 ივნისს 12.30 საათზე, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი ლელა თავდგირიძე და ასოცირებული პროფესორი ნატო შეროზია წარმოადგენენ სამეცნიერო სემინარს თემაზე: „ კვლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხიანი სერვისებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის შესახებ“

2023 წლის 14 ივნისს 12.30 საათზე,  ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის  პროფესორი ლელა თავდგირიძე  და ასოცირებული პროფესორი ნატო შეროზია  წარმოადგენენ სამეცნიერო სემინარს თემაზე: კვლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხიანი სერვისებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის შესახებ

ლელა თავდგირიძე - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის  პროფესორი

ნატო შეროზია - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

 

2022 წელს  ბსუ-ს ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF -ის საგრანტო პროექტის  ფარგლებში განხორციელდა კვლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხიანი სერვისებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის შესახებ, რომლის მიზანია 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კვლევა ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების დასადგენად. კვლევის შედეგები  ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებას და სერვისების განვითარებას, რათა უკეთ დაეხმაროს ახალგაზრდებს ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრების წარმართვაში როგორც საკუთარ სახლებში, ასევე თემებში.კვლევა განხორცილედა საქართველოს 7 უმაღლეს სასწავლებელში.

სამეცნიერო სემინარზე წარმოდგენილი იქნება ამ კვლევის შედეგები

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა