სემინარები

18 მარტს, 12 საათზე ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტშიჩატარდება სემინარი თემაზე: „მეციტრუსეობის სადღეისო პრობლემები და მისი გადაჭრის გზები“

მომხსენებლები:

ზურაბ მიქელაძე (ამტი-ს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი)

ნუნუ კუტალაძე (ამტი-ს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი)

ნინო კიკნაძე (ამტი-ს მთავარი მეცნიერ თანამშრომელი)

თამარ გოგოლიშვილი (ამტი-ს ლაბორანტი)

 

პრობლემის ფორმულირება: მეციტრუსეობა იყო და აუცილებლად უნდა დარჩეს საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგად.  აღნიშნულის საფუძველს გვაძლევს გასული ათწლეულების მანძილზე მაღალკვალიფიციურ დონეზე შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტალურ-საკონსტრუქტორო სამუშაოები ციტრუსოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის, ნაყოფების წარმოება რეალიზაციის, სასაქონლო და სამრეწველო გადამუშავების მიმართულებით.საქართველოს ერთიან აგროსამრეწველო კომპლექსში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  პოტენციალი იყო აჭარაში,  სუბტროპიკული კულტურების წარმოების მიმართულებით.  

სადღეისოდ მსოფლიოში 72 მილ.ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფი იწარმოება, ხოლო საბაზრო მოთხოვნა 52 მილ. ტონაა. გამოდის რომ ჩვენს პირობებში მეციტრუსეობა ძალიან უსუსურად გამოიყურება და ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუძლებს. ნებისმიერი აგროტექნოლოგია დაფუძნებული უნდა იყოს ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და პოლიტიკური ხასიათის მიმართულებებზე და მათგან რომელიმეს იგნორირება წარუმატებლობის საწინდარია. ყოფილი საბჭოთა მეურნეობების და კოლმეურნეობების ციტრუსოვანთა ნარგაობების ქვეშ მოქცეული მიწის მასივები დაიქსაქსა მცირე საკარმიდამო ნაკვეთებად და საბოლოოდ განადგურდა. ხშირ შემთხვევაში კი მეციტრუსეობის კულტურას ჩაენაცვლა არა სტრატეგიული კულტურები. დღეს არსებული მანდარინის ნაყოფების წარმოება-რეალიზაციის არაჯანსაღად კონკურენტული გარემო,  არასტანდარტული ნაყოფების თითქმის უფასოდ გამოყენება გადამამუშავებელი საწარმოების მიერ და მათი საქმიანობის დაფუძნება მონო ნედლეულზე  ვერ გახდება დარგის შემდგომი განვითარების და რენტაბელობის ამაღლების საფუძველი. ციტრუსების არსებული ნარგაობების 70% -ზე მეტი ხანდაზმულია და მათი საკვებით უზრუნველყოფისათვის საჭიროა ნიადაგის განაყოფიერება ძირითადი სასუქებით. ჩვენს შემთხვევაში საკუთრებაში არსებული ნარგაობების უმეტესობა გაშენებულია დაუპლანტაჟირებელ ნიადაგებზე, რაც ხელს უშლის მცენარის მიერ საკვები არეს მოცულობაში ათვისებას   ფესვთა სისტემის მიერ. ვერ ვიყენებთ ძირითად საკვებ ელემენტებს (NPK) კომპლექსურად დადგენილი ნორმებით და ფორმებით. კვლავაც გადაუჭრელია ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, ჯიშობრივი გაუმჯობესების, ნარგაობის მეჩხერიანობის და ხანდაზმულობის ლიკვიდაციის, მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის, მიღებული პროდუქციის ხარისხის მართვის, ნედლეულის მიზნობრივი გამოყენების საკითხები და საჭირო ფინანსური მაჩვენებლები დანახარჯების და შემოსავლების უკუპროპორციულობა. სამთავრობო ღონისძიებები არსებული გამოწვევების მიმართ ე.წ. აგროსერვისცენტრების შექმნა. ფინანსური რესურსები, რომლებიც ყოველწლიურად მიემართება ამ მიმართულებით არ ხმარდება სისტემურ ცვლილებებს. თუნდაც მეცნიერების ჩართულობას არსებული პრობლემების მოგვარებაში. საქართველოს კანონი ,,კოოპერატივების შესახებ’’ ვერ ამოქმედდა სრულყოფილად მეციტრუსეობაში.      

 

მიზანი და ამოცანები: კრიტიკა საჭიროა და კარგია, მაგრამ უეჭველად დაისმება კითხვა თუ რას აკეთებს ბსუ-ს დაქვემდებარებაში მყოფი სამეცნიერო ორგანიზაციები იმისათვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს მეციტრუსეობის, როგორც დარგის სრულფასოვანი განვითარებისათვის? მაშინ, როცა ქვეყანაში აღარ ფუნქციონირებს ისეთი წამყვანი სამეცნიერო მიმართულების ორგანიზაციები, როგორიც იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ანასეულის სამეცნიერო-საწარმო გაერთიანება და სხვა მთელი რიგი კვლევითი ინსტიტუტები აფხაზეთში, აჭარაში და სხვა რეგიონებში.  აღნიშნული ორგანიზაციები თავისი მუშაობის პრიორიტეტად მიიჩნევენ რეგიონის ოპტიმალური დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებას მეცნიერული კვლევებისა და საპროექტო დანერგვითი სამუშაოების შესრულებით. შემუშავებული აქვს მეციტრუსეობის დარგის განვითარების კომპლექსური პროგრამა, რომლის განხორციელება მოითხოვს სისტემურ მიდგომებს ორი მიმართულებით:

  1. ციტრუსოვანთა ნაყოფის წარმოება მაღალი მოსავლით და პროდუქციის ხარისხით;
  2. ციტრუსოვანთა ნედლეულის გამოყენების რაციონალიზაცია გადამუშავების (სასაქონლო და სამრეწველო) ტექნოლოგიების შემუშავება დანერგვა, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება და შიგა და გარე ბაზრებზე დივერსიფიკაცია. დარგის რენტაბელობის ამაღლების ხელშემწყობი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება კოოპერატივების, ასოციაციების მცირე მეწარმეობის ჩამოყალიბება-ფუნქციონირებისათვის. ზემოთ აღნიშნულიდან

 

რეკომენდაციები:

  1. მეციტრუსეობა აღიარებული იქნას საქართველოს სუბტროპიკული რაიონების აგრობიზნესში ძირითად დარგად; მეცნიერების, პრაქტიკოსების და სხვა სუბიექტების მონაწილეობით; მოხდეს დარგის სადღეისო მდგომარეობის ექსპერტული შეფასება; შემუშავდეს გასატარებელი ღონისძიებების რესურსული უზრუნველყოფის მიმართულებები; რეალიზატორ ბიზნესმენებს მიეწოდოს დასაბუთებული ინფორმაცია ჩვენს მიერ შემუშავებული ჰიდროთერმულობის კოეფიციენტის მაჩვენებლების გათვალისწინებით, სხვადასხვა ზონაში წარმოებული ნაყოფების ბუნებრივი შენახვისუნარიანობის მიხედვით; საკანონმდებლო დონეზე მიღებულ იქნას გადაწყვეტილებები ს.ს. კოოპერატივებისათვის მათ ტერიტორიებზე არსებული სამეურნეო დანიშნულების მიწების, შენობა-ნაგებობების, საწარმოების და სხვა რესურსების გადაცემაზე, იმ შემთხვევაში თუკი მათ საქმიანობაში ჩართული იქნებიან მეციტრუსე ფერმერები და ექნებათ ურთიერთ ვალდებულებები პროდუქციის ხარისხზე და შემოსავლების გადანაწილებაზე, სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე და ექნებათ წინასწარი ხელშეკრულებები პროდუქციის მიმღებ სუბიექტებთან.
  2. მიზანშეწონილად ჩაითვალოს სასუქების, შხამქიმიკატების, ბიოპრეპარატების და სხვა საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება. მეციტრუსეობის ზონაში ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, მცენარეთა დაცვის საშუალებების, ნარგაობის მდგომარეობის ჯიშობრივად დარაიონების, ნაყოფების ბიოქიმიური მაჩვენებლების, აგროტექნოლოგიებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, გაიზარდოს დაფინანსების მოცულობა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.
  3. მეციტრუსეობის განვითარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტული მიმართულებები ასახული იქნას სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებების თემატურ გეგმებში და მათ მიერ განხორციელებული პროექტები შეფასდეს ს.მ. მეცნიერებათა აკადემიის დონეზე.
  4. მომზადდეს პროექტი ს.ს. კოოპერატივების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მეციტრუსე ფერმერების გაერთიანებების შესახებ.

შემუშავდეს კანონი მეციტრუსეობის შესახებ ისე, როგორც თავის დროზე შემუშავდა კანონი ვაზის და ღვინის შესახებ. შეიქმნას სრულყოფილი სახელმწიფო ჯიშთა გამოცდის და სანერგე მეურნეობა პერსპექტიული ჯიშებისა და ფორმების სერტიფიცირებული ნერგების წარმოების მიზნით.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა