სემინარები

2025 წლის 25 ივნისს 12 საათზე N421 აუდიტორიაში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის ასოცირებული პროფესორი მურმან ცეცხლაძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: „ეკონომიკური დოქტრინების, როგორც ეკონომიკური მეცნიერების ქვედარგის განვითარების თავისებურებანი თანამედროვე ეტაპზე“

კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ეკონომიკური თეორიის, ეკონომიკური აზროვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად მისი დონე ჯერ კიდევ არადამაკმაყოფილებელია.

ამის დასტურია ხშირად განმეორებადი ენდოგენური თუ ეგზოგენური ფაქტორებით განპირობებული ეკონომიკური კრიზისები.

ეკონომიკური აზროვნების არასრულყოფილების მიზეზია არა მხოლოდ ის, რომ ეკონომიკა შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაა, არამედ თვით ეკონომიკის სირთულე, მისი მრავალმხრივი, დინამიური და ცვალებადი ხასიათი.

ეკონომიკური მეცნიერების ერთ-ერთი უმთავრესი სირთულე ისიც არის, რომ ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია და ჩვენი ჰიპოთეზების შემოწმება გვიხდება ეკონომიკაში მიმდინარე რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.

ეკონომიკური აზროვნების განვითარებაზე წარმოდგენას გვიქ­მნის ეკონომიკის ერთ-ერთი ქვედარგი „ეკონომიკური დოქტრინები“, რომლის მიზანია  - წარმო­გვიდ­გი­ნოს ეკონომიკური მეცნიერების თეორიული განვითარების გზა.

მისი უპირველესი ამოცანაა კონკრეტულ-ისტორიული ეპოქების სოცია­ლურ-ეკონომიკურ სისტემათა ამსახველი იდეების შეფასება და იმ  რო­ლის ჩვენება, რომელსაც ეს იდეები ასრულებენ ეროვნული სიმდიდრის შექ­მნაში, მისი ძირითადი ფორმების არსის შემეცნებაში, მათი მიზეზ-შე­დე­გობ­რივი კავშირების გამოვლენაში.

სემინარი ეხება ეკონომიკური თეორიის, ეკონომიკური აზროვნების, ეკონომიკური დოქტრინების მნიშვნელობის მოკლე ანალიზს თანამედროვე ეტაპზე, ასახავს მისი განვითარების თავისებურებებს, არსებულ სირთულეებს, ამ სირთულეების განმაპირობებელ ფაქტორებს, აგრეთვე შემდგომი განვითარების ძირითად მიმართულებებს.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა