სემინარები

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დიანა ახვლედიანი 2025 წლის 27 ივნისს, 12 საათზე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: "პროფესიული „გადაწვა“ და მისი დაძლევის სტრატეგიები"

პროფესიული გადაწვის შესახებ კვლევები დაიწყო 1979-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში და მიმართული იყო იმ ადამიანების პრობლემების შესწავლისაკენ, რომლებიც ადამიანთა მომსახურების სხვადსხვა სფეროში მუშაობდნენ. ის არ არის შეტანილი ამერიკული ფსიქიატრიული ასოციაციის გამოცემული მენტალური აშლილობის დიაგნოსტიკურ  და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში, თუმცა იგი მოხსენებულია დაავადები და მათთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების საერთაშორისო კლასიფიკატორში.

გადაწვაზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, დასტურდება, რომ მისგან დაზღვეული არავინ არაა, ადამიანებს არ აქვთ მყარი იმუნიტეტი. გადაწვის მსხვერპლი შეიძლება გახდნენ მასწავლებლები, ადმინისტრატორები, ექიმები, ლიდერები, პოლიციის თანამშრომლები და რელიგიის მსახურებიც კი.

გადაწვის შემთხვევაში აქცენტი გადადის სტრესის ნეგატიურ მხარეზე, თუმცა ზოგჯერ სტრესი შეიძლება პოზიტიურიც იყოს ადამიანის მდგომარეობისთვის.

განათლების დარგში, მასწავლებლებში პროფესიული გადაწვის პრევენცია და მისი შედეგების განხილვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. სასწავლო პროცესის ეფექტიანი წარმართვისათვის აუცილებელია პედაგოგმა შეინარჩუნოს პოზიტიური დამოკიდებულება სამსახურისადმი, კოლეგებისადმი, სტუდენტებისადმი.

კვლევებით დგინდება, რომ პროფესიულ გადაწვაში შემავალ ერთ-ერთ კომპონენტს- ემოციურ გადაწვას განსაკუთრებულად ცუდი შედეგისკენ მივყავართ. შესამუშავებელია პროფესიული გადაწვის შესასწავლი მეთოდისა და ინსტრუმენტების შესწავლა, სტუდენტთა რაოდენობის გარკვევა ჯგუფებში, პედაგოგიური სტაჟის გავლენის შესწავლა, რეკომენდაციების შემუშავება პროფესიული გადაწვის პრევენციისთვის (გადაწვის სხვადასხვა დონის გათვალისწინებით).

მნიშვნელოვანია ჩატარდეს კვლევები იმის შესახებ თუ როგორ დაეხმარება პედაგოგებს სტრესთან გამკლავებაში და აუდიტორიის წარმატებაში მიღწევაში გამოვლენილი შედეგები, ასევე თუ რა გავლენას ახდენს პედაგოგის მაღალი პროფესიული გადაწვა სტუდენტთა აკადემიურ მოსწრებაზე. პროფესიული გადაწვის ასახსნელად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია პროფესიული გადაწვის გააზრება თეორიის საფუძველზე.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა