ადამიანები სტერეოტიპების სამყაროში ცხოვრობენ. ისინი არსებობენ ყველგან, ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის ყველა სფეროში. სტერეოტიპი კულტურული მოვლენაა, იგი არსებობს ნებისმიერ საზოგადოებაში ამავე საზოგადოების მიერ საუკუნეებით დაგროვილი გამოცდილების სახით, რომელიც გადაეცემა თაობებს ეპოქებისა და საზოგადოების განვითარების დონის შესაბამისად ტრანსფორმირებული ხატებით.
ნებისმიერი ერის კულტურასა და ლიტერატურაში ვხვდებით სტერეოტიპების მდიდარ გალერეას. სტერეოტიპის არსებობა კულტურის გარეშე წარმოუდგენელია. თავად კულტურა კი სტერეოტიპების გარკვეული ერთობლიობაა, რომელიც განსაზღვრავს და, შესაბამისად, ერთგვარად ზღუდავს ადამიანის ქმედებას.
თანამედროვე ანთროპოცენტრული და ჰუმანიტარული მეცნიერებების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გენდერული სტერეოტიპების ფორმირებისა და ფუნქციონირების შესწავლა, მათი კულტურათაშორისი სპეციფიკის გამოვლენა და კვლევაა. ზემოთხსენებული კვლევის მიზნებისაგან განსხვავებით, ჩვენი მრავალი კვლევა ეძღვნება ქალის, როგორც ეროვნული და კულტურული იდენტობის სტერეოტიპული ხატის წარმოდგენას სხვადასხვა ლიტერატურულ ეპოქაში. წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება ქალის სტერეოტიპული ხატის კვლევას შუა საუკუნეების დასავლურ და ქართულ ლიტერატურაში.
ამ მიზნით ჩვენს მიერ გამოვლენილი და გაანალიზებული იქნა სხვადასხვა ერის კულტურასა და ლიტერატურაში არსებული მდიდარი მასალა. ჩვენი კვლევა ეყრდნობა ქალის სტერეოტიპული ხატის წარმოდგენას სხვადასხვა რაკურსში, მაგალითად: ქალი - მეფე, ქალი - დიპლომატი, ქალი - მოღვაწე, ქალი - შემოქმედი ქალი - დედა, ქალი - მეუღლე/საყვარელი, ქალი - ძლიერი/სუსტი არსება, ქალი - რწმენის ერთგულების სიმბოლო, და ა.შ.
საკვანძო სიტყვები: ქალი, სტერეოტიპი, კულტურა, ლიტერატურა, ქართული, ევროპული
ლიტერატურა :
აბაშიძე, კ., 1962. ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. თბილისი.
ინგოროყვა, პ., 1983. ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი : ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი. გამომცემლობა მერანი, თბილისი.
სურმანიძე, ლ., 2002. ქალთა პრობლემების ზოგირთი ასპექტი. ქალთა პრობლემები საქართველოში. თბილისი.
Bogin, Meg., 1980. The Women Troubadours. W.W. Norton & Company, Inc., New York.. ISBN 0-393-00965-3.
Deaux, K. and Major, B., 2000. A social-psychological model of gender. In: M.S.Kimmel, ed. The gender society reader. NN.Y.:Oxford University Press.
Kimmel, M. S., 2000. Introduction. In: M.S.Kimmel, ed. The gender society reader. N.Y.:Oxford University Press.
Fiske, S.T. and Taylor, Sh.E.. 1991. Social Cognition.N.Y.McGraw-Hills.
Scott, J., 1986. Gender a Useful Category for Historical Analyses. American Historical Review.
Sen,A., 2001. Many faces of Gender inequality. Frontline. Vol.18, issue 22.
Sioridze, M. and Svanidze, K., 2018. Socio-cultural aspects of feminism in Georgian and European literature. Journal „Balkanistic forum“, 2/ 2018. ISSN: 1310-3970. Blagoevgrad, Bulgaria.
Wharton, A.S., 2004. Gender inequality. In:G.Ritzer, ed. Handbook of Social problems. Thousand Oaks:Sage.
უკან |