სემინარები

2025 წლის 30 ივნისს 15 საათზეე, 415 აუდიტორიაში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი თამილა თურმანიძე ჩაატარებს სემინარს თემაზე: "გენდერული დისბალანსი ეკონომიკაში, საქართველოს რეალობა"

გენდერული თანასწორობა ნიშნავს ქალისა და კაცის, გოგოსა და ბიჭის თანაბარ უფლებებს, პასუხისმგებლობასა და შესაძლებლობებს. თანასწორობა არ გულისხმობს, რომ ქალი და კაცი იდენტურნი უნდა გახდნენ, თანასწორობა გულისხმობს იმას, რომ ადამიანის სქესი არ უნდა განსაზღვრავდეს მის უფლებებს, პასუხისმგებლობასა და შესაძლებლობებს.

ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ჩვეულებრივ, ბიჭი უფრო მეტი იბადება, ვიდრე გოგო. იგივე ტენდენცია, წლების მანძილზე, საკმაოდ სტაბილურად არის გამოხატული საქართველოშიც.  ახალშობილი ბიჭების წილი 52.2 პროცენტს შეადგენს.

ამრიგად, 30 წლამდე ასაკში, კაცების რიცხვი აღემატება ქალების რაოდენობას. თუმცა 30 წლის და უფროს ასაკში, ქალების რიცხოვნობა სჭარბობს კაცების რიცხოვნობას.

საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.

სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობაში სქესის მიხედვით განსხვავებები არსებითია, ქალებისთვის შეადგენს 79 წელს, ხოლო კაცებისთვის 71 წელს.

ხელფასებში განსხვავება გენდერული მიმართულებით კვლავაც მნიშვნელოვანი რჩება, რადგან ქალები იღებენ კაცების საშუალო თვიური ხელფასის ორ მესამედზე ნაკლებს.   2023 წელს ქალების ხელფასის თანაფარდობა კაცების ხელფასთან 67.9 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით დაბალია 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

თუ განვიხილავთ ეკონომიკური სექტორების მიხედვით, ბიზნესის მფლობელი ქალების შედარებით მცირე რაოდენობა გვხვდება სამთომოპოვებით მრეწველობაში, მშენებლობაში, ტრანსპორტის და დასაწყობების სფეროში.

მფლობელი ქალების რიცხოვნობა გაცილებით მეტია კაცი მფლობელების რიცხოვნობაზე საქმიანობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ჯანმრთელობა და სოციალური მომსახურება და სხვა სახის მომსახურებები.

ქალები წარმოადგენენ გლობალური სამუშაო ძალის დაახლოებით 40%-ს. მიუხედავად ამისა, მათზე მოდის მხოლოდ 30%-მდე შემოსავლის წილი მსოფლიოს მასშტაბით.

ქალისა და მამაკაცის თანასწორობა არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვაა, არამედ სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველიც, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრადობას და პროგრესს.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა