ბსუ-ს რექტორი ლიეტუვის მიკოლას რომერის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა 
                            
                             10 ივნისი 2024 წელი
                            
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლიეტუვის მიკოლას რომერის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია მიკოლას რომერის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის, პროფესორ ლირა იაკულევიჩიენეს ხელმძღვანელობით. ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე მიკოლას რომერის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტებს შორის სამართლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. დაიგეგმა ერთობლივი სამართლის სამაგისტრო პროგრამის შემუშავება, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება.