გარდაიცვალა ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ზურაბ ჩომახაშვილი
11 აგვისტო 2025 წელი

გარდაიცვალა ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ზურაბ ჩომახაშვილი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბსუ-ს ასოცირებული პროფესორის, მეცნიერისა და მრავალი თაობის აღმზრდელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ზურაბ ჩომახაშვილის გარდაცვალების გამო. მას ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია და ოთხი სახელმძღვანელო. იგი იყო აქტიური წევრი სხვადასხვა პროფესიული ასოციაციის, მათ შორის საქართველოს ონკოლოგთა, ჰეპატოლოგთა, ანატომთა და ჰისტოლოგთა საზოგადოებების.
სრულად