საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება საქართველოში

სურათი

2025 წლის 7-9 ივლისს, HEAL Erasmus+ Project-ის „განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ კონსორციუმის სამუშაო შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონსორციუმის წევრები:

- პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი (პოლონეთი)

- სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტი (ბულგარეთი)

- სტამბულის აიდინის უნივერსიტეტი (თურქეთი)

- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)

- ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო)

- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)

- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

შეხვედრის მსვლელობისას განხილული იყო პროექტის პირველ ნახევარში განხორციელებული აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტომატოლოგიის პროგრამის სასწავლო კურსების შემუშავებასა და განახლებას, ასევე განისაზღვრა 2025 წელს განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა.

სამუშაო ვიზიტის განმავლობაში კონსორციუმის წევრებმა მოინახულეს ბავშვთა განვითარების და ინტერვენციის ცენტრი Bridge For Social Inclusion / ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის ცენტრი Myelin / მიელინი და წმ. ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი. ვიზიტის მონაწილეები გაეცნენ აღნიშნული ცენტრების საქმიანობას, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტებისთვის გათვალისწინებულ სერვისებს და განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ:   

- ფრიდონ ჯაფარიძე (მენეჯერი)

- მარიამ გოგოტიშვილი (მკვლევარი)

- სოფიკო დავითაძე (მკვლევარი)


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა