გარდაიცვალა ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი გიორგი ჟღენტი
27 ოქტომბერი 2026 წელი

გარდაიცვალა ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი გიორგი ჟღენტი
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, გამოცდილი პრაქტიკოსი ექიმის, გიორგი ჟღენტის გარდაცვალების გამო. გიორგი ჟღენტი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პრინციპულობით, ობიექტურობითა და კოლეგიალობით. იგი იყო მომთხოვნი და სამართლიანი პედაგოგი, რომელიც სტუდენტებთან მუშაობას გულითა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მომავალი ექიმების პროფესიულ და პიროვნულ ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილის შეტანა.
სრულად