
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, გამოცდილი პრაქტიკოსი ექიმის, გიორგი ჟღენტის გარდაცვალების გამო.
გიორგი ჟღენტი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პრინციპულობით, ობიექტურობითა და კოლეგიალობით. იგი იყო მომთხოვნი და სამართლიანი პედაგოგი, რომელიც სტუდენტებთან მუშაობას გულითა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მომავალი ექიმების პროფესიულ და პიროვნულ ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილის შეტანა.
მისი სახით დავკარგეთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, პასუხისმგებლიანი პედაგოგი და კოლეგა, რომელმაც თავისი ცოდნა, გამოცდილება და შრომა მედიცინასა და მომავალი თაობის აღზრდას მიუძღვნა. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ყველასთვის, ვისაც მასთან მუშაობის, სწავლისა და ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი თანაგრძნობას უცხადებს გიორგი ჟღენტის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.
მისი პროფესიული ღირსება, ადამიანური დამოკიდებულება და კეთილსინდისიერი შრომა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.
| უკან |
