საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ საერთაშორისო ასოციაციის AMEE (Association for Medical Education in Europe) წევრი გახდა

სურათი

ბსუ  საერთაშორისო ასოციაციის  AMEE (Association for Medical Education in Europe) წევრი გახდა. AMEE (Association for Medical Education in Europe) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციას ჯანდაცვის პროფესიული განათლების სფეროში. ორგანიზაცია აერთიანებს მსოფლიოს წამყვან აკადემიურ დაწესებულებებს, ექსპერტებსა და პრაქტიკოსებს სამედიცინო, მედიკოსთა განათლებისა და ჯანდაცვის მეცნიერებების მიმართულებით.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისთვის AMEE-ს წევრობა გულისხმობს:

  • თანამედროვე განათლების სტანდარტებზე ხელმისაწვდომობა

წევრობა უზრუნველყოფს პირდაპირ წვდომას ჯანდაცვის პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტებზე, რაც განაპირობებს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებასა და მათ შესაბამისობას გლობალურ პრაქტიკასთან.

  • პროგრამების ინტერნაციონალიზაცია და აკრედიტაციის ხელშეწყობა

წევრობა აძლიერებს უნივერსიტეტის საერთაშორისო იმიჯს და ზრდის შანსს, რომ პროგრამები დააკმაყოფილონ საერთაშორისო აკრედიტაციის მოთხოვნები.

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები იღებენ შესაძლებლობას ჩაერთონ AMEE-ს კონფერენციებში, ვებინარებსა და ტრენინგებში, რაც ხელს უწყობს მათი კომპეტენციების გაუმჯობესებას განათლების, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომებში.

  • ინოვაციური სწავლების მეთოდებზე წვდომა

წევრობა უზრუნველყოფს წვდომას უახლეს კვლევებზე, ინოვაციებზე და საუკეთესო პრაქტიკებზე სამედიცინო განათლებაში, მათ შორის e-learning პლატფორმებზე, სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომებზე და ინტერდისციპლინურ სწავლებაზე.

  • ქსელში ჩართვა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება

წევრობა ხელს უწყობს ქსელური თანამშრომლობის განვითარებას სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან, რაც შეიძლება აისახოს ერთობლივ კვლევით პროექტებზე, გაცვლით პროგრამებსა და სასწავლო კურიკულუმის განვითარებაზე.

AMEE-ს წევრობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს აკადემიური განვითარების, საგანმანათლებლო ხარისხის ამაღლებისა და საერთაშორისო ინტეგრაციისკენ. იგი ქმნის მყარ საფუძველს იმგვარი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ორიენტირებულია გლობალურ სტანდარტებზე, უწყვეტ განვითარებასა და სამეცნიერო პროგრესზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა