
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისრაელის ვოლფსონის კლინიკის სამეანო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი ანესთეზიოლოგი, სიმონ იაკობაშვილი და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის პრეზიდენტი, ბსუ-ს პროფესორი ილია ნაკაშიძე ეწვივნენ.
უნივერსიტეტის რექტორთან, ტიტე აროშიძესთან და ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანთან, რუსუდან ხუხუნაიშვილთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სამედიცინო განათლების განვითარების, ერთობლივი პროექტებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები.
საუბარი შეეხო საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებისა და სამედიცინო მიმართულებით სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობას. მხარეებმა გამოხატეს მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებაზე და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე.
უკან |