
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „ტოტალ შარმს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბსუ-ს სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულმა, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სამმა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო „Total Charm School“-ისა და „SGS Dental Georgia“-ს მიერ ორგანიზებულ კადავერ კურსებში.
კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს საერთაშორისო დონის სპეციალისტების შთამბეჭდავი ლექციები, განიხილეს ქირურგიული პრაქტიკის თანამედროვე მიდგომები და რეალურ ანატომიურ ლაბორატორიაში - კადავერულ მასალაზე განავითარეს პრაქტიკული უნარები.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სტომატოლოგიური განათლების ხარისხის ამაღლებას, პრაქტიკული უნარების გაძლიერებასა და თანამედროვე სტომატოლოგიური მიდგომების პოპულარიზაციას.
| უკან |













