
28 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის 102-ე აუდიტორიაში, ქიმიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტმა ირინა გობაძემ სტუდენტებს წარუდგინა პრეზენტაცია Saarland University-ში მიღებული უცხოური გამოცდილების შესახებ.
ირინა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა გერმანიაში, Saarland University-ში, სწავლების მე-4 სემესტრში. იგი მუშაობდა ბიოორგანული ქიმიის მიმართულებით პროფესორ იაკობ კლაუსის ხელმძღვანელობით, სადაც ჩართული იყო მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებსა და კვლევებში.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ირინამ გაიღრმავა ცოდნა თანამედროვე ქიმიური ტექნოლოგიების გამოყენებაში, გააუმჯობესა მუშაობის უნარ-ჩვევები ქიმიურ და ბიოლოგიურ ლაბორატორიებში და შეიძინა პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო აკადემიურ გარემოში.
| უკან |




