საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისა და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროექტ „Emblas 4  შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება" ფარგლებში ჩატარდა ერთობლივი ღონისძიება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბიოლოგიის, ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტები და სხვადასხვა ზოგადი საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები.

ღონისძიებაზე სკოლა „პროგრესის“, „ევრო 2000“-ის, ბათუმის N2,  ქობულეთის N4, ბობოყვათის საჯარო სკოლის, ქ. ფოთის N4 და ანაკლიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური  პრეზენტაციები, ჩატარდა სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობა, რომლის მიზანი იყო შავი ზღვის ძუძუმწოვრებზე დაკვირვების შედეგების შეჯამება.

ჩატარებული კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები და მასწავლებლები დაჯილდოვდნენ ფასიანი წამახალისებელი საჩუქრებითა და პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა