საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის „ასტრონომიული ბანაკი“

სურათი

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა „ასტრონომიული ბანაკი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ძირითადად აჭარის რეგიონის მოზარდები. ბანაკის სასწავლო პროგრამა მომზადებული იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორების - იზოლდა ჯაბნიძისა და ინგა დიასამიძის - ხელმძღვანელობით.

მონაწილე ახალგაზრდებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა რეალურ სამეცნიერო პრაქტიკაში გამოეყენებინათ: მაკრო და მიკროსამყაროში ემოგზაურათ, დაკვირვებოდნენ ვარსკვლავებს, გამოეყენებინათ ტელესკოპი და მიკროსკოპი, გაცნობოდნენ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას და მასზე მოქმედ ფაქტორებს. აღმოეჩინათ მეცნიერების პრაქტიკული მხარე.

ბანაკის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა