
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ჩატარდა ტრენინგ-კურსი „საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის“, რომელიც განხორციელდა ევროკავშირის საგრანტო პროექტის 573533-EPP-1-2016-1-DE-EPPKA2-CBHE-JP „PRESS“ ფარგლებში.
შეხვედრის მიზანი იყო ინოვაციების დანერგვა სკოლებში, მეცნიერების სწავლების გაუმჯობესება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საბუნებისმეტყველო განათლების კურსებში თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. ტრენინგს უძღვებოდნენ პროექტის ექსპერტები.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საბუნებისმეტყველო განათლების ინტეგრირების შესაძლებლობებზე მდგრადი განვითარების პრინციპებთან (ტრენერი: ნანი მამულაძე), გაეცნენ პროექტზე დაფუძნებული სწავლების მაგალითებსა და მათი პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობებს (ტრენერი: მარინა ნაგერვაძე), ასევე შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები (ტრენერი: ინგა დიასამიძე).
ტრენინგში მონაწილეობდნენ ბათუმის №2, №6, №7, №16 და №18 საჯარო სკოლების, სკოლა-ლიცეუმ „ევრო 2000“-ის, სკოლა-ლიცეუმ „მასტერ კლასი“-ს და ჭარნალის საჯარო სკოლის 13 ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებელი.
| უკან |





