საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ლაბორატორიებში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე მისიის ფარგლებში ბიოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მაია რესულიძემ და შორენა გაბაიძემ შეხვედრა გამართეს ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიებს, „სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ცენტრს“, ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიებს, ბსუ-ს ბიბლიოთეკას, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა და მონაწილეობა მიიღეს სახალისო ლაბორატორიულ აქტივობებში.

იმუნოგენეტიკის ლაბორატორიაში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სისხლის ჯგუფებისა და რეზუს ფაქტორის შესახებ და ჩაუტარდათ შესაბამისი პრაქტიკული ცდები. ასევე ჩატარდა მარტივი ექსპერიმენტები ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა