საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

მედიცინის მიმართულების სტუდენტების მონაწილეობა მედიკოსთა ტრადიციულ 59-ე საერთაშორისო სკოლა-კონფერენციაში

სურათი

ბაკურიანი-ში გაიმართა მედიკოსთა ტრადიციული 59-ე საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია – „ახალი ათასწლეულის მედიცინა: მიღწევები და უახლოესი ტექნოლოგიები“, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაცია-ს მიერ. კონფერენციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მედიცინის მიმართულების სტუდენტებმა: თორნიკე თედორაძემ, ალექსანდრე შერვაშიაძემ, გიგა ფუტკარაძემ და ლუკა მამულაძემ.

საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მედიცინის თანამედროვე მიღწევებს, ინოვაციურ კვლევებსა და უახლეს ტექნოლოგიებს, ასევე გაეზიარებინათ გამოცდილება დარგის სპეციალისტებთან და ახალგაზრდა მკვლევრებთან. აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმაა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მედიკოსებისთვის პროფესიული განვითარებისა და სამეცნიერო აქტივობებში ჩართვის თვალსაზრისით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა