საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

23 მარტი - წყლის დაცვის საერთაშორისო დღე

სურათი

23 მარტს წყლის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ ქიმიის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები - მირანდა პაქსაძე, ანა ჯინჭარაძე, ირინა გობაძე, მოწვეული მასწავლებელი თამილა გოგიტიძე.

სტუდენტებმა წარადგინეს პრეზენტაცია წყლის რესურსების გამოყენებისა და დაცვის შესახებ,  ხაზი გაუსვეს წყლის მნიშვნელობას ადამიანისა და ბუნებრივი გარემოსთვის. ღონისძიება გაგრძელდა ქიმიური ექსპერიმენტებით, რომლებიც ჩატარდა სხვადასხვა ადგილიდან აღებული  წყლის ნიმუშებზე. ცდები ჩატარდა  ქ. ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის   მოსწავლეთა და ნავიგაციის უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა