საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე შემეცნებითი და პრაქტიკული აქტივობით აღინიშნა

სურათი

5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელთა ინიციატივითა და ბათუმის №16 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა შემეცნებითი და პრაქტიკული გარემოსდაცვითი ღონისძიება.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი ღირებულებების პოპულარიზაცია.

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ მინი ლექცია გარემოს დაცვის მნიშვნელობის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ბუნებრივი გარემოს დაცვაში თითოეული ადამიანის როლის შესახებ.

თეორიული ნაწილის შემდეგ გაიმართა პრაქტიკული აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა საკუთარი ხელით ქოთნებში მცენარეები დარგეს. დარგული მცენარეების მოვლაზე ისინი თავად იზრუნებენ, რაც ხელს შეუწყობს მათში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ბუნებისადმი მზრუნველობის კულტურისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა