ტექნოლოგიური ფაკულტეტი

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე სტუდენტებს შეხვდა და სერტიფიკატები გადასცა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ოცმა სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის'' ფარგლებში, სამინისტროსა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში ანაზღაურებადი, ცხრათვიანი სტაჟირება გაიარა. სტაჟიორებმა უნივერსიტეტში შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს და სასწავლო პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს. პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ, ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ დიასამიძემ, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ირმა აფხაზავამ.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაშვილმა, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა გიზო ფარცხალაძემ, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვის და ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა ლია ბერიძემ და აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლევან ბოლქვაძემ.

ქვეპროგრამა მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა