14 მაისი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა ღია კარის დღეების ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ინოვაციების ცენტრში აბიტურიენტებს ლექცია ჩაუტარდათ თემაზე: ,,კატასტროფების რისკის მართვა“. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FAB LAB და მოდელების აგების სხვადასხვა მეთოდს გაეცნენ.