20 ივნისი 2025 წელი

ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე გაიმართა პორტუგალიის მინიოს უნივერსიტეტის ალგორითმული კვლევითი ცენტრის (LASI) დოქტორანტის, ელაიზა დელ ორსოლეტას სადისერტაციო ნაშრომის ფარგლებში ჩატარებული მიმდინარე ანგარიშის პრეზენტაცია.
ელაიზა დელ ორსოლეტას კვლევის თემაა: „ენერგეტიკული სისტემების მოდელირება და მდგრადობა საქართველოს მაგალითზე“. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო საქართველოს ენერგოსისტემის მოკლე მიმოხილვა, მიმდინარე კვლევების შედეგები, ენერგეტიკული სისტემების ანალიზის და საქართველოს ენერგეტიკული სისტემის მომავალი განვითარების სცენარის შესაძლო ვარიანტები მისი შესწავლისა და მოდელირების ინსტრუმენტებზე დაყრდნობით.
დოქტორანტი საქართველოში 4-თვიანი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფება და კვლევას ატარებს ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანთან პროფესორ გაიოზ ფარცხალაძესთან ერთად.