ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

„მატერიალური და სულიერი კულტურა რუმინეთსა და საქართველოში I ათასწლეულში“

სურათი

15-21 სექტემბერს, კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტში რუმინეთის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის, კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის მონოთეისტური რელიგიის შემსწავლელი ცენტრებისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ორგანიზებით ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მატერიალური და სულიერი კულტურა რუმინეთსა და საქართველოში I ათასწლეულში“ გაიმართა. სამეცნიეროს სესიაში მონაწილეობა მონაწილოება მიიღეს ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ და ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი სულხან მამულაძემ. მკვლევარებმა კონფერენციაზე წარადგინეს მოხსენებები: „პაგანიზაციის ელემენტები ადრეული ქრისტიანობის ხანის საქართველოში (მსხვერპლშეწირვა)“ და „სერაპისის კულტი რომაული პერიოდის გონიო-აფსაროსში“.

19 სექტემბერს, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სასწავლო-პრაქტიკული ტური რუმინეთის ეთნო-არქეოლოგიური ხანის ძეგლების გასაცნობად.

კონფერენციის დასრულების შემდეგ დაიგეგმა ერთობლივი კვლევების, სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობის ორგანიზება და განხორციელება.

სამეცნიერო კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის სამი დიდი მონოთეისტური რელიგიის შემსწავლელი ცენტრის ჟურნალში.

პროექტი აჭარიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა