ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ბსუ-ს მკვლევართა 2021 წლის საუკეთესო მიღწევები

სურათი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ეროვნული ბიბლიოთეკის  ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება ,,წლის საუკეთესო მიღწევა“, რომელიც ითვალისწინებდა 2021 წლის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევის პოპულარიზაციას. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრები ირინე ვარშალომიძე და ნინო ძნელაძე ღონისძიებაზე წარსდგნენ ნაშრომით ,,ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმში დაცული მონეტების კატალოგი“. ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მკვლევრებმა მარიამ მეტრეველმა და იზოლდა მაჭუტაძემ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს  გააცნეს სამეცნიერო ნაშრომი „კოლხეთის ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი“.

ღონისძიების ,,წლის საუკეთესო მიღწევა“ ფარგლებში, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა შეადგენს ელექტრონულ ჟურნალს, სადაც განთავსდება უმაღლესი საგანმანათლებო და სამეცნიერო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები. 

,,წლის საუკეთესო მიღწევის“ მიზანია, ერთ სივრცეში გააერთიანოს სამეცნიერო და საგანმანათლებო დაწესებულების  წარმომადგენლები, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის, საფუძველი ჩაეყაროს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა