
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის 2025 წლის სამეცნიერო გეგმით გათვალისწინებული პროექტის - "ეროვნული იდენტობის აღქმა თურქეთის ქართველების ისტორიულ-კულტურულ მეხსიერებაში (დევსქელისა და მურღულის ხეობის მაგალითზე)" - ფარგლებში, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე, ამავე ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მაია ჭიჭილეიშვილი და ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი ნელი ჩაკვეტაძე, მიმდინარე წლის 24-25 აგვისტოს, სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდნენ თურქეთში, ართვინის ვილაიეთში.
სამეცნიერო ჯგუფმა დაიწყო ისტორიულ კლარჯეთში (დევსქელის ხეობა) შემორჩენილი გვიანი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის - მამაწმინდის ეკლესიის მდგომარეობის კვლევა, რომელიც მოიცავს კედლის მხატვრობის ფოტოფიქსაციას, ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრესკების ფრაგმენტების იდენტიფიცირებას, სამომავლოდ გრაფიკული მასალების - ფოტოასლებისა და სქემების შესრულებას.
ასევე, სამეცნიერო ჯგუფის მიერ დაფიქსირდა კულტურული მემკვიდრეობის საინტერესო ნიმუშები - დუზქოის ცენტრალური მეჩეთი, მაკრიალის ეკლესია და ქემალფაშაში შემორჩენილი პატარა ეკლესიის ნაგებობა.
უკან |