
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნარგიზ ახვლედიანი (თანაავტორები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორი, ლელა ჩოთალიშვილი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი მეცნიერებებისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დიანა ახვლედიანი) სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა პარიზში ოთხდღიან საერთაშორისო სამიტზე „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე - 4“, რომელიც მოიცავდა საუბრებს, პოსტერულ და ზეპირ მოხსენებებს. სამიტი აერთიანებდა ლინგვისტებს, რომლებიც სამეცნიერო საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე იკვლევენ სამხრეთ კავკასიურ ენებს.
პარიზის ლინგვისტთა სამიტის ფარგლებში წარდგენილი პოსტერული მოხსენების თემა იყო: „კავკასიურ ტომთა განსახლების ონომასტიკური კვლევა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ანტიკური წყაროების მიხედვით“, რამაც მკვლევართა ყურადღება და კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამედროვე და შუა საუკუნეების ენებისა და ლინგვისტიკის ფაკულტეტის ასოცირებული მკვლევრის, თეორიული და გამოყენებითი ლინგვისტიკის დეპარტამენტის პროფესორის კეტრინ ჰოჯსონის დიდი ინტერესი გამოიწვია.
| უკან |

