ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება, კვლევა და ინოვაციები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ნარგიზ ახვლედიანი, სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა სევილიაში (ესპანეთი) „განათლების, კვლევისა და ინოვაციების“ მე-18 ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც მოიცავდა საუბრებს, პოსტერებსა და ზეპირ მოხსენებებს.

სამიტი საკვანძო გამოსვლებიდან ინტერაქტიულ ვორქშოპებამდე და ქსელურ სესიებამდე 82 ქვეყნიდან 860 მონაწილეს აერთიანებდა. საინტერესო მოხსენებები წარადგინეს ღონისძიების სპიკერებმა ედვარდ ვატსონმა და ემი სმიტმა განათლების სფეროში ხელოვნურ ინტელექტზე, დიზაინსა და ინოვაციებზე.

მკვლევარმა თანაავტორებთან (ნინო სამნიძე, მედეა დიასამიძე, თათია ნაკაშიძე-მახარაძე, ნელი ახვლედიანი, დიანა ახვლედიანი, ლელა ჩოთალიშვილი) ერთად საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში წარადგინა პოსტერული მოხსენება თემაზე: ,,პედაგოგიკისა და ტექნოლოგიის დაკავშირება პედაგოგთა წინასამსახურებრივ განათლებაში’’.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა