ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

მასიმო მირაბელას ეთნოგრაფიული ფოტო-ნამუშევრების გამოფენა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა იტალიელი მკვლევრის, ანთროპოლოგის, მასიმო მირაბელას ნამუშევრების ფოტო-გამოფენა "მომთაბარე მეცხვარეობა თუშეთში - ამბავი მთებსა და ადამიანებზე". იტალიელი მეცნიერი საქართველოში პირველად 2023 წელს ჩამოვიდა. მან ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტთან ერთად ეთნოარქეოლოგიის მიმართულებით, საქართველოში მომთაბარეების ცხოვრებაზე, კერძოდ კი, თუშეთის მეცხვარეობაზე კვლევა დაიწყო.

ფოტო-გამოფენა აღნიშნული კვლევის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც საუკუნეების მანძილზე შემონახულ თუშურ ტრადიციებს ასახავს და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კვლევის საგანს წარმოადგენს. გამოფენის ფარგლებში, მკვლევარმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და მათ პროექტის შედეგები გააცნო.

პროექტი სიცილიის გეოგრაფიული საზოგადოების (Societa Geografica Siciliana) მხარდაჭერით ხორციელდება, რომელმაც აღნიშნული კვლევისთვის იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტი მიიღო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა