
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, როინ მალაყმაძე, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ტარიელ ებრალიძე და მეცნიერი თანამშრომელი მერაბ მეგრელიშვილი, „მარადიდის საზოგადოების ინიციატივით“, დაზვერვითი ხასიათის ექსპედიციაში იმყოფებოდნენ სოფელ მარადიდში.
ექსპედიციის ფარგლებში მიკვლეულ იქნა სხვადასხვა კონფიგურაციის მქონე, ტერასული ტიპის დასახლებების ნაშთები, რომლებიც საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავს. პირველადი დაკვირვებით, კარგად ჩანს, რომ ნაგებობები საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების უნდა ყოფილიყო. დასახლების საფუძვლიანი კვლევისთვის უახლოეს მომავალში დაგეგმილია ძეგლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება.
| უკან |






