
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორის, ისტორიის დოქტორის, პროფესორ როინ მალაყმაძის საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციის თემა „სტამბოლის ქართული სავანე - ეროვნული სულის თავშესაფარი უცხოეთში“ იყო. მომხსენებლმა ასევე ისაუბრა ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევართა მიერ სტამბოლის ქართულ სავანეში წარმართული მრავალწლიანი საქმიანობის შედეგებზეც.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და პროფესორი როინ მალაყმაძე წარუდგინა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ. შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსიაც. ღონისძიებას თსუ-ს აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
| უკან |






