ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

საერთაშორისო საველე არქეოლოგიური ექსპედიცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და აშშ-ს სიეტლის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ჩხუტუნეთის ციხის ტერიტორიაზე საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს. პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს, აშშ-ს, კანადის, მექსიკისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები.

პროექტის მიზანია ჩხუტუნეთის ციხე-სიმაგრის არქეოლოგიური კვლევა, მისი როლისა და ფუნქცია-დანიშნულების განსაზღვრა. ამ დროისათვის, ექსპედიციის ფარგლებში მოხდა ციხე-სიმაგრის შიდა სივრცის, მათ შორის, კოშკის შიდა ტერიტორიისა და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის ჩამოშლილ კონსტრუქციათა შესწავლა. პარალელურად, ციხის ჩრდილოეთით, გაიწმინდა გასულ წლებში აღმოჩენილი რვა ქვევრიც, რომელთა მიმდებარედ მიკვლეულ იქნა კიდევ ოთხი. ასევე, ტერიტორიის დაზვერვის შედეგად, ჩხუტუნეთის ციხე-სიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე მაჭახლის პირას, აღმოჩნდა შუა საუკუნეების თაღიანი ხიდის მარცხენა ბურჯის ნაშთები.

არქეოლოგიური სამუშაოები 25 ივლისს დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

პროექტის მხარდამჭერია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა