ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

სამეცნიერო კონფერენცია „პატრიარქი ილია II და საქართველო“

სურათი

11 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები  ნაილა ჩელებაძე და მაია ჭიჭილეიშვილი მონაწილეობდნენ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში - „პატრიარქი ილია II და საქართველო“.

კონფერენცია, ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსში,  „ხინოწმინდობის“ სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდა. მკვლევრებმა სამეცნიერო ღონისძიებაზე წარადგინეს მოხსენებები: „ხინოს მოსახლეობის ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ მასალებში ასახული ქრისტიანული მემკვიდრეობა“ და „სკულპტურული გამოსახულებები ხინოწმინდის ეკლესიიდან“.

კონფერენცია მიზნად ისახავდა კინტრიშის ხეობის ეროვნული ფასეულობების,  ხინოწმინდის ეპარქიის, როგორც კულტურულ-სასულიერო ცენტრის  მნიშვნელობის წარმოჩენას. 

სამეცნიერო ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა