სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ზალცბურგის უნივერსიტეტის მასწავლებელთა აკადემია - PoSIG 2023 აცხადებს კონკურსს სემინარში მონაწილეობის მისაღებად

სურათი

ზალცბურგის უნივერსიტეტის მასწავლებელთა აკადემია - PoSIG 2023 აცხადებს კონკურსს სემინარში „მდგრადობა კონფლიქტ(ებ)ის ფონზე: მიგრაცია, სქესი და მმართველობა“ მონაწილეობის მისაღებად. სემინარი ჩატარდება 2023 წლის 24-30 აპრილს ზალცბურგის უნივერსიტეტში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პოლიტიკის/საერთაშორისო ურთიერთობების/სოციოლოგიის სფეროში მომუშავე პერსონალს.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ 250-სიტყვიანი აბსტრაქტი შემდეგ ელფოსტაზე: dzeneta.karabegovic@plus.ac.at

აბსტრაქტის გაგზავნის ბოლო დღე: 10 თებერვალი, 2023 წელი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბსუ-ს აკადემიურ პერსონალს/მოწვეულ მასწავლებელს/ სპეციალისტს, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა და აქვთ „Erasmus+“-ის გრანტის მიღების შესაძლებლობა.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი 1 და ეწვიეთ ბმულს: http://posig.info/

 

 

  დანართი1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა