სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

სლოვაკეთის პან ევროპული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

,,ERASMUS+“-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სლოვაკეთის პან ევროპული უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი სლავომირ რუდენკო ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სლავომირ რუდენკო  ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას ეცნობოდა. შეხვდა იურიდიული და სოციალურ მეცნირებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პერსონალს, ასევე მოინახულა ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკა. დაიგეგმა სხვადასხვა მიმართულებით ახალი პროგრამების შემუშავებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობების გზები.   2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბსუ-ს  ოთხმა  (4)  სტუდენტმა გაიარა მობილობა სლოვაკეთის პან ევროპული უნივერსიტეტში ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბსუ უმასპინძლებს  პან ევროპული უნივერსიტეტის 2 სტუდენტს, რომლებიც მობილობას ფსიქოლოგიის მიმართულებით განახორციელებენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა