სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

კონკურსი რუსეს უნივერისტეტში მობილობის განსახორციელებლად 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს  ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს რუსეს  უნივერისტეტში, ბულგარეთი  მობილობის განსახორციელებლად 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის (ინფორმაცია იხილეთ დანართში 1).

კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:

კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საბუთები პერსონალისთვის:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2;  (იხილეთ დანართი 1)
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • კანდიდატის მიერ შემუშავებული აკადემიური საქმიანობის გეგმა მიმღები უნივერსიტეტისთვის (ინგლისურ ენაზე);
  • დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).

კონკურსის ეტაპები პერსონალისთვის:

2024 წლის 17 იანვრიდან  26 იანვრამდე  (15:00 საათამდე)

საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:

აკადემიური პერსონალისთვის: ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php     და ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით;

მოწვეული მასწავლებლისთვის: ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php  და ელ. ფოსტაზე: chancellery@bsu.edu.ge

გასაუბრება - 2024  წლის 30 იანვარი

სტიპენდია პერსონალისთვის

ითვალისწინებს  მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.

არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და ჩაუტაროს გასაუბრება.

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

  დანართი 1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა