
1-5 ივლისს, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სალომე კარალიძე იმყოფებოდა ზალცბურგის პარის ლოდრონის უნივერსიტეტში (ავსტრია). ვიზიტის ფარგლებში სალომე კარალიძემ მონაწილეობა მიიღო ტრენინგში, რომელიც ჩატარდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპის ინტეგრაციის სწავლების მიმართულებით. ვიზიტისას ასევე განხილული იქნა ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივები და ახალი ერთობლივი პროექტები.