გამოცხადდა “ერაზმუს+”-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი PEERS პროექტის (პორტუგალია) ფარგლებში, რომელშიც ჩართულია საქართველოს 7 უნივერსიტეტი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ პორტუგალიის 3 უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. განაცხადები მიიღება ელექტრონულად მიმღებ უნივერსიტეტებში პირდაპირი წესით.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულებზე:
Application Guide
ბმული 1
ბმული 2
სტუდენტების საყურადღებოდ:
2025 წლის 7 მაისამდე საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში PEERS პროექტის ელექტრონული ბმულის გამოყენებით:
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება პარტნიორ უნივერსიტეტების მიერ;
შენიშვნა სტუდენტებისთვის:
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო ინგლისური ენის დონის დამადასტურებელი ცნობა გაიცემა ტესტირების/გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ
ტესტირება/გამოცდა ინგლისურ ენაში (B1/B2) ჩატარდება 2025 წლის 2 მაისს ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში.
ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება რექტორის სახელზე ბსუ-ს სტუდენტური პორტალის მეშვეობით არაუგვიანეს 30 აპრილის 15:00 საათისა.
განცხადებაში რექტორის სახელზე ტესტირების გავლის თაობაზე მიუთითეთ:
-
ინგლისური ენის დონე
-
მოქმედი ელ-ფოსტა
-
წარმოადგინეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობისა ან მიმდინარე სემესტრში, უკვე ჩატარებული კონკურსის ფარგლებში, წარმატებით ჩაბარებული (მინიმუმ 71 ქულა) უცხო ენის (ინგლისური ენის) გამოცდის/ტესტირების შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება ხელახალი ტესტირებიდან.
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი.
სტიპენდია მოიცავს:
1. თვიურ სტიპენდიას;
2. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო დაზღვევისა და ვიზის ხარჯები!
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ:
2025 წლის 7 მაისამდე საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში PEERS პროექტის ელექტრონული ბმულის გამოყენებით:
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება პარტნიორ უნივერსიტეტების მიერ;
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე
სტიპენდია მოიცავს:
1. დღიურ ხარჯებს;
2. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
erasmus@bsu.edu.ge