სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

სამხრეთ კორეის დაეგუ ჰაანის უნივერსიტეტის (DHU) წარმომადგენლების ვიზიტი

სურათი

2025 წლის 14 მაისს ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ სამხრეთ კორეის დაეგუ ჰაანის უნივერსიტეტის  (DHU) მედიცინის კოლეჯის  დეკანი, ასოც. პროფ. სონგ ჯიჩუნგი, საერთაშორსო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი,   ასოც. პროფ. ბონგ ჰიო ლიი, კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს  (KOICA) წარმომადგენელი სონგ იუნჯილი. სტუმრები გაეცნენ ბსუ-ს ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიებს, გამოთქვეს ბსუ-სთან თანამშრომლობის სურვილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, რუსუდან ხუხუნაიშვილი  და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარინე გიორგაძე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა