სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

კულტურულ-საგანმანთლებლო ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტისა და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, 2025 წლის 2 ივნისს უნივერსიტეტში გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც მოიცავდა მუსიკალურ პერფორმანსსა და თეატრალური სპექტაკლის წარმოდგენას. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორებმა ჯეშელ ფორესტერმა და თამარ ნიკურაძემ.

ღონისძიების პროგრამა მოიცავდა მუსიკალური ნომრებს ბსუ-ს მუსიკალურ ანსამბლის და ჯეშელ ფორესტერის მონაწილეობით. შესრულდა კანადელი მუსიკოსის ნილ იანგის სიმღერა "Rockin in the Free World".  მუსიკალურ ნომერს მოჰყვა თეატრალური სპექტაკლი "ნაცვალსახელები" (ავტორი ჯეშელ ფორესტერი), რომელიც დაიწერა ბსუ-ში მუშაობის პერიოდში და განიხილავს წყვილის ისტორიას ცხოვრებისეული გამოცდილებებისა და ღირებულებების კონტექსტში.

ჯეშელ ფორესტერი მშვიდობის კორპუსის საქართველოს მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2024 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს აკადემიურ საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის ჩართულია საგანმანათლებლო პროცესებში, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განვითარებაში, სასწავლო რესურსების განახლებასა და არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში.

თამარ ნიკურაძე 2000 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის მოწვეულ მასწავლებლად. მისი მხატვრული შემოქმედება წარმოდგენილია ჰაიკუს კრებულებით,  მოთხრობით "სამი მარწყვი" და რომანით "ციგრიტი".

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა