
2025 წლის 26-30 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი დავით დევაძე და ასოც. პროფესორი ზაზა დავითაძე „ერაზმუს +“-ის აკადემიური მობილობის ფარგლებში, იმყოფებოდნენ ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ჩეხეთი.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა დავით დევაძემ და ასოც. პროფესორმა ზაზა დავითაძემ ჩაატარეს 8-საათიანი სალექციო კურსი კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტებისთვის და შეხვდნენ კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების საკითხები.