სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ხუხუნაიშვილი „ერაზმუს+”-ის მობილობის ფარგლებში ბუქარესტის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

სურათი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ხუხუნაიშვილი, 2025 წლის 2-7 ივნისს, ერაზმუს + გაცვლითი პროგრამით (ადმინისტრაციული პერსონალის  მობილობა)  იმყოფებოდა ბუქარესტის უნივერსიტეტში. ვიზიტს კოორდინაციას უწევდა პროფესორი კატალინ კონსტანტინი.

ვიზიტის დროს პროფესორ რუსუდან ხუხუნაიშვილს კომუნიკაცია ჰქონდა ბუქარესტის უნივერსიტეტის ერაზმუს+ ოფისის თანამშრომლებთან, დეკანის მოადგილესთან,  ალექსანდრუ ნიკოლაესთან და სხვ. ვიზიტის მიზანი გახლდათ უცხოელი სტუდენტების სასწავლო პროცესის მენეჯმენტი, ასევე ინტერკულტურული ურთიერთობების გამოცდილების გაზიარება, პარტნიორი უნივერსიტეტების შემდგომი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების განსჯა  აკადემიურ, სოციალურ და სხვა საკითხებთან მიმართებაში.   მასპინძელი უნივერსიტეტის  თხოვნით, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის კვლევებზე დაყრდნობით, პროფესორმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა მოამზადა მასალები  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების ინტეგრაციის საკითხებზე. იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშე დგება უნივერსიტეტი უცხოენოვანი სტუდენტების სწავლების პერიოდში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა