
2025 წლის 7-11 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ,,ერაზმუს+“-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბუქარესტის უნივერსიტეტის (რუმინეთი) სენატის წევრი, კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი, ალექსანდრა კრაჩიუნი სტუმრობდა.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, პროფესორ ალექსანდრა კრაჩიუნს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეონა ბერიძე და ფაკულტეტის აკადემიური პირები შეხვდნენ. ფაკულტეტის წარმომადგენლებმა სტუმარს სასწავლო პროგრამები, ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის სპეციფიკა გააცნეს, ასევე ალექსანდრა კრაჩიუნმა მათ თავისი გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრისას დაისახა სამომავლო თანამშრომლობის განვითარება კულტურათშორისი კომუნიკაციის მიმართულებით.
რუმინელი სტუმრის ვიზიტს კოორდინაცია გაუწია სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა.