
2025 წლის 2-6 ივნისს, „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტს ესტუმრნენ ოსტრავას უნივერსიტეტის (ჩეხეთი) მათემატიკის დეპარტამენტის ერაზმუსის კოორდინატორი, პროფესორი ვერა ფერდიანოვა და პროფესორი ონდრეი კოლოუხი.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებთან, ზუსტ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებათა დეპარტამენტების აკადემიურ პერსონალთან.
პროფესორმა ონდრეი კოლუხიმ მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექციები რიცხვით მეთოდებში.
ვიზიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის შექმნის შესაძლებლობაზე შეთანხმება და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა.